10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე ძვირი/იაფია

მსოფლიო 1780118940
ქათმის ფილე

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კგ. ქათმის ფილეს ფასი მარკეტებში ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

უფრო დეტალურად, 101 ქვეყანას შორის სომხეთი 49-ე ადგილზეა - აქ 1 კგ. ქათმის ფილეს საშუალო ფასი 7.44 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში სომხეთის შემდეგ ქათმის ფილე ყველაზე ძვირი რუსეთშია (68-ე ადგილი) და მარკეტების საშუალო ფასი 6.06 დოლარს უტოლდება.

საქართველო რეიტინგში 71-ე ადგილზეა (1 კგ. ფილე 5.73 დოლარი). სამეზობლოში მას მოსდევს მე-80 ადგილით თურქეთი, სადაც 1 კგ. ქათმის ფილე 4.84 დოლარი ღირს, მას კი მოსდევს აზერბაიჯანი 82-ე ადგილითა და კილოგრამზე საშუალოდ 4.56 დოლარით.

სად ღირს ქათმის ფილე ყველაზე ძვირი და იაფი?

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, Numbeo-ს თანახმად, 1 კგ. ქათმის ფილე შედარებით ყველაზე ძვირია შვეიცარიაში და ფასი 29.62 დოლარს შეადგენს.

10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყ­ველაზე ძვირია

  • შვეიცარია - 29.62 დოლარი;
  • ნორვეგია - 16.61 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 16.01 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 15.11 დოლარი;
  • ავსტრია - 14.5 დოლარი;
  • ისრაელი - 14.25 დოლარი;
  • საფრანგეთი - 14.19 დოლარი;
  • ფინეთი - 14.04 დოლარი;
  • იტალია - 12.8 დოლარი;
  • შვედეთი - 12.65 დოლარი.

ამასთანავე, მსოფლიოში ქათმის ფილე ყველაზე იაფია ბანგლადეშში და საშუალო ფასი 2.6 დოლარს უტოლდება.

10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე იაფია

  • ბანგლადეში - 2.6 დოლარი;
  • ინდოეთი - 2.8 დოლარი;
  • ნეპალი - 2.84 დოლარი;
  • ირანი - 2.85 დოლარი;
  • პაკისტანი - 2.85 დოლარი;
  • ტაილანდი - 2.98 დოლარი;
  • ინდონეზია - 3.07 დოლარი;
  • ჩინეთი - 3.41 დოლარი;
  • ნიგერია - 3.58 დოლარი;
  • ვიეტნამი - 3.7 დოლარი.