„ბეწვის ხიდია - არ არის გამორიცხული, ირანმა ისრაელზე წინ აშშ-ის ბაზებს დაარტყას, ეს უკვე კატასტროფა იქნება“ - ენერგეტიკოსი

მსოფლიო 1749815182
გია არაბიძე

„ბირთვული სისტემის განადგურება ასე მარტივად არ ხდება“, - ასე აფასებს ენერგეტიკოსია გია არაბიძე ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე განხორციელებულ დარტყმებს.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ირანს ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები მიწისქვეშ იმდენად ღრმად აქვს განლაგებული, რომ მისი განადგურება მხოლოდ ბალისტიკური ან ბირთვულქობინიანი რაკეტებით არის შესაძლებელი.

„ირანს მიწის ქვეშ აქვს საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ცენტრიფუგები, რომლის დანიშნულებაც ურან-235-ის გამდიდრებაა 90%-ზე ზემოთ. იმიტომ რომ ატომური ბომბებისთვის მხოლოდ ასეთი გამდიდრებული ურანი შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამიტომ, ისრაელი მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ უნდა გავანადგურო ის ობიექტები, რომელსაც ევალებოდა ურანის გამდიდრება 90%-მდე. როგორც ჩანს მთავარი სამიზნე ეს ობიექტები იყო, მაგრამ ისინი იმდენად ღრმად არის მიწაში აშენებული, რომ შეუძლებელია მისი ჩვეულებრივი რაკეტებით განადგურება. ის უნდა განადგურდეს ან ბალისტიკური რაკეტებით, ან ბირთვულქობინიანი რაკეტებით. შესაბამისად, ჰაერში არც რადიაციის დონე შეიცვლებოდა. ამისთვის გერმეტიცაზიის დონე უნდა დაირღვეს და ა.შ. მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ობიექტები ძალიან ღრმად არის შახტებში.

მე ვფიქრობ, ისრაელმა ამგვარი დარტყმით, უფრო რაღაც პროცესს შეუშალა ხელი, მაგალითად ურანის გამდიდრების პროცესი გააჩერა. მაგრამ დამთავრდება თუ არა ამით, არ ვიცი. ასე ერთბაშად და ასე მარტივად ბირთვული სისტემის განადგურება არ ხდება,“ - ამბობს გია არაბიძე.

კითხვაზე, რამდენად საშიშ პროცესებთან გვაქვს საქმე, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ეს ფაქტობრივად ბეწვის ხიდია.

„ბეწვის ხიდია. მართალია ამაში ამერიკა არ ჩარეულა, მაგრამ თუ არ დაგმო, არ არის გამორიცხული, რომ ირანმა ისრაელზე წინ აშშ-ის ბაზებს დაარტყას ახლო აღმოსავლეთში, ერაყში და ა.შ. ეს უკვე კატასტროფა იქნება. ორი ვარიანტია, ეს რაც მოხდა ან მიიყვანს ირანს შეთანხმებამდე და ხელშეკრულების დადებამდე, ან წავა ჯაჭვური რეაქცია“,- ამბობს გია არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ის­რა­ელ­მა გამ­თე­ნი­ი­სას ირან­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ლო­კა­ცი­ე­ბი. ის­რა­ელ­მა თავ­დას­ხმი­სას 200 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, ჩა­მო­აგ­დო 330-ზე მეტი „სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა“ და ირან­ში 100-ზე მეტ სა­მიზ­ნეს და­არ­ტყა. ქვე­ყა­ნა თავს და­ეს­ხა ირა­ნის უდი­დეს ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ობი­ექტს - ნა­ტან­ზის ბირ­თვულ ობი­ექტს, მაგ­რამ გა­ე­როს ბირ­თვუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის ზრდა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის ირა­ნე­ლი მე­თა­უ­რი და­ი­ღუ­პა. სა­პა­სუ­ხოდ ირან­მა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი დრო­ნი გა­უშ­ვა. ის­რა­ელ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.