მსოფლიოში საუკეთესო კერძები გამოვლინდა - რეიტინგში ორი ქართული კერძია

მსოფლიო 1785408503
აჭარული ხაჭაპური

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში.

უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს.

Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა.

კერძოდ, 2025-26 წლების საუკეთესო კერძების ათეული ასე გამოიყურება:

  • პარაგვაი - vori-vori
  • იტალია - Pizza Napoletana
  • იტალია - Tajarin al tartufo bianco d'Alba
  • ინდონეზია - Sate kambing
  • თურქეთი - Oltu cağ kebabı
  • საბერძნეთი - Kontosouvli
  • პერუ - Arroz tapado
  • სერბეთი - Komplet lepinja
  • მექსიკა - Quesabirria (Birria tacos)
  • იტალია - Pappardelle al cinghiale

ინფორმაციისთვის, რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. 453 720 პირის მიერ მსოფლიოს 11 781 კერძის შეფასების მიხედვით კი გამოვლინდა საუკეთესო 100 კერძი.