რომელია მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქები - Time Out-ის რეიტინგი

მსოფლიო 1775827943
მწვანე ქალაქი

მწვანე ნარგავები ქალაქის ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ხარისხიანი ტრანსპორტი და საერთო გარემო. გამოცემამ Time Out 24 ათასი ადამიანი გამოკითხა, რათა მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქი გამოევლინა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საერთო ჯამში საუკეთესო ქალაქად მელბურნი დასახელდა, ყველაზე მწვანე ქალაქის წოდება ბრიტანულმა ბატმა დაიმსახურა. მეორე ადგილი დაიკავა ამერიკულმა ჩიკაგომ, ხოლო სამეულის მესამე ადგილზე კანადური მონრეალი გავიდა.

მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • ბატი, დიდი ბრიტანეთი - მწვანე ნარგავების მოცულობა 94%
  • ჩიკაგო, აშშ - 89%
  • მონრეალი, კანადა - 88%
  • რიგა, ლატვია - 87%
  • მელბურნი, ავსტრალია - 87%
  • კეიპტაუნი, სამხ. აფრიკა - 96%
  • სინგაპური, სინგაპური - 86%
  • მედელინი, კოლუმბია - 86%
  • სტოკჰოლმი, შვედეთი - 86%
  • ჰამბურგი, გერმანია - 85%