რომელია ქათმის ხორცის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა მსოფლიოში

მსოფლიო 1774159440
ქათმის ხორცი

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2025-2026 წლებში ქათმის ხორცის გლობალურმა წარმოებამ 107.5 მლნ მეტრული ტონა შეადგინა. მონაცემების თანახმად, ბოლო ათ წელიწადში ქათმის ხორცის წარმოება 20%-ით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქათმის ხორცის ათწლიანი საშუალო წარმოება 99 მლნ მეტრულ ტონას შეადგენს.

USDA Foreign Agricultural Service-ის მონაცემებით, მსოფლიოში ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. კერძოდ, 2025-2026 წლებში ამერიკამ 21.81 მილიონი მეტრული ტონა ქათმის ხორცი აწარმოვა, რაც გლობალური წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

მსოფლიოში ქათმის ხორცის 10 ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:

  • აშშ (20%) - 21.81 მილიონი მეტრული ტონა;
  • ჩინეთი (15%) - 16.2 მილიონი მეტრული ტონა;
  • ბრაზილია (14%) - 15.45 მილიონი მეტრული ტონა;
  • ევროკავშირი (11%) - 11.82 მილიონი მეტრული ტონა;
  • რუსეთი (5%) - 5.03 მილიონი მეტრული ტონა;
  • მექსიკა (4%) - 4.09 მილიონი მეტრული ტონა;
  • ტაილანდი (3%) - 3.59 მილიონი მეტრული ტონა;
  • თურქეთი (3%) - 2.84 მილიონი მეტრული ტონა;
  • არგენტინა (2%) - 2.53 მილიონი მეტრული ტონა;
  • კოლუმბია (2%) - 1.99 მილიონი მეტრული ტონა.