ტრამპის ადმინისტრაცია სტუდენტური ვიზების გასაუბრებებს აჩერებს

მსოფლიო 1748415943
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტური ვიზების მსურველებისთვის გასაუბრებები გაჩერდება. როგორც BBC წერს, ამერიკის საელჩოებს დაევალათ შეწყვიტონ სავიზო გასაუბრებები, რადგან აპლიკანტების სოციალურ მედიების ანგარიშების შესწავლა იგეგმება. დიპლომატიური სამსახურებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს, რომ პროცესი ახალი ინსტრუქციის მიღებამდე იქნება შეჩერებული.

როგორც წესი, ამერიკაში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტები ადგილობრივ საელჩოებს მიმართავენ ვიზის მისაღებად. საერთაშორისო სტუდენტები ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და როგორც BBC წერს, ხშირად ისინი ამერიკის მოქალაქეებზე მაღალ გადასახადსაც იხდიან.

გასულ კვირაში ტრამპის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ სასწავლებელს, ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერა. ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა უნივერსიტეტი დაადანაშაულა ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირში. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს გაუყინა ორ მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსება მას შემდეგ, რაც სასწავლებელმა უარი თქვა ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნის შესრულებაზე. მათ შორის იყო სტუდენტების და თანამშრომლების შეხედულებების აუდიტი.

bm.ge