Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“  არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა

ბიზნესი 1778075755
bog

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ამჯერად, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Tegeta Motors-ში  ნებისმიერ გადახდაზე 10-ჯერ მეტი MR ქულა დააგროვონ. (მაქსიმუმ 10 000 MR ქულა).

აღნიშნული შეთავაზება 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

ინფორმაციისთვის, შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე.