„ბლექ სი არენას“ სახურავის აღდგენაზე 2.66 მლნ ლარი დაიხარჯება - დარბაზი ორი სეზონია გაჩერებულია

ბიზნესი • 1792652944
„ბლექ სი არენა“

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ დაზიანებული ლითონის სახურავის აღდგენაზე 2.66 მლნ ლარი დაიხარჯება.

მთავრობის განკარგულებით, სამუშაოების შესყიდვაზე თანხმობა გაცემულია, პროექტის განხორციელება კი Design-Build მეთოდით - პროექტირებისა და მშენებლობის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება.

ორგანიზაციის განმარტებით, სახურავის დაზიანების გამო „ბლექ სი არენა“ უკვე ორი სეზონია აღარ ფუნქციონირებს და დარბაზში კულტურული და საკონცერტო ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება.

სამუშაოები 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს.