1780726860
მსოფლიოს წამყვანი დიზაინერული ბრენდები და პრემიუმ სახლის კოლექციები - რას სთავაზობს Royal Home Accessories მომხმარებელს
Royal Home Accessories ბრენდია, რომელიც ქმნის დახვეწილ, ელეგანტურ და პრემიუმ ხარისხის სივრცეს სახლის ინტერიერის მოყვარულთათვის. კომპანია ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო გიგოლაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
ჩვენი კომპანია ოპერირებს ონლაინ სივრცეში 2022 წლიდან და მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის სახლის აქსესუარებს, დეკორს, ჭურჭელსა და ცნობილ ბრენდულ კოლექციებს. ჩვენი ნივთების შეძენა ხდება ევროპის შოურუმებიდან - იტალიის, საფრანგეთისა და საბერძნეთის ლაქშერი ბუტიკებიდან, ასევე დუბაის პრემიუმ შოურუმებიდან. ბაზარზე საქმიანობა დავიწყეთ ინტერიერის, ესთეტიკისა და ხარისხის სიყვარულით. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც სახლს განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და ელეგანტურობას შეჰმატებს.
რა ტიპის პროდუქციის ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს და რა პრინციპით ხდება მისი შერჩევა?
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც ყოველდღიური გამოყენების, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ პრემიუმ პროდუქციას - სადილის სერვიზებს, დეკორატიულ ნივთებს, ტექსტილს, სამზარეულოს ტექნიკასა და ინტერიერის აქსესუარებს. ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Versace, Dolce & Gabbana, Hermès, Prada, SMEG, Ginori 1735, Missoni და სხვა. პროდუქციის შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, დიზაინს, უნიკალურობასა და თანამედროვე ტენდენციებს.
რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ, მუდმივად განახლებული ექსკლუზიური ასორტიმენტი და პრემიუმ ხარისხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა, არამედ მომხმარებლისთვის განსაკუთრებული ემოციისა და შთაბეჭდილების შექმნა. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი ბრენდის გამორჩეულობასა და სანდოობას.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და რა მიმართულებით აპირებთ ასორტიმენტის ან სერვისის განვითარებას?
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას და საქართველოში ფიზიკური შოურუმის გახსნას, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ და შეიძინონ ჩვენი კოლექცია. ასევე ვგეგმავთ ახალი საერთაშორისო ბრენდების დამატებას და სერვისის გაუმჯობესებას, რაც მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო გაამარტივებს. პარალელურად, ვმუშაობთ ონლაინ შოპინგის პროცესის უფრო კომფორტულ, სწრაფ და ინსპირაციულ გამოცდილებად გარდაქმნაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები იპოვიან ყველაფერს, რაც მათ სახლს დახვეწილობასა და განსაკუთრებულ სტილს შესძენს.



