მწვანე ლობიო, ქლიავი, ოქროს ბეჭედი - 10 პროდუქტი, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ბიზნესი 1780556704
პროდუქტები

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში, წინა წლის მაისთან შედარებით, გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერია მწვანე ლობიო, რომლის ფასიც 119%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენსიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც მაისში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • მწვანე ლობიო - 119%
  • ქლიავი - 80%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 54%
  • დიზელის საწვავი - 48%
  • გაზეთი - 41.3%
  • მსხალი - 37%
  • პომიდორი - 37%
  • წიწაკა - 33%
  • შებოლილი თევზი - 31.2%
  • ჟურნალი - 30%