„მუშახელი გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი ნამდვილად არ არის“ - როგორია დღიური ანაზღაურება მარწყვის კრეფაზე

ბიზნესი 1781415240
მარწყვის კრეფა

„მუშახელის დეფიციტის პრობლემა ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ანჯაფარიძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, მარწყვის კრეფაზე გაზრდილია ანაზღაურება. კერძოდ, საშუალო დღიური ანაზღაურება რეგიონების მიხედვით 60-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„მუშახელის დეფიციტის პრობლემა ნამდვილად არ არის. მუშახელი გაძვირდა, მაგრამ ის რომ ფერმერმა სამუშაო ძალა ვერ მოიძიოს, ასე არ არის. კონკრეტულ რეგიონებში გაძვირდა, მაგრამ დეფიციტი არ არის. ძირითადი პრობლემა არის უხარისხო მარწყვი. მარწყვის კრეფაზე საშუალოდ დღიური ანაზღაურება 60-70 ლარია, 8 სამუშაო საათია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მანანა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მარწყვის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, კლიმატური პირობების გამო, წლევანდელ წელს ფერმერები გამოწვევებით ხვდებიან.