1781245047
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმას ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც ნალექიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +15 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმს, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ასევე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.



