PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

ბიზნესი 1777016349
CLIO

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მსოფლიოს პრესტიჟულ შემოქმედებით დაჯილდოებზე CLIO Awards 2 ჯილდო მოიპოვა: ვერცხლი - Film Direction და ბრინჯაო - Creative Disruption.

Clio Awards 1959 წელს დაარსდა, რათა მთელ მსოფლიოში შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები აღენიშნათ. 60 წელია Clio Awards, ან უბრალოდ Clios, არის ყოველწლიური ჯილდო რეკლამაში, რომელიც აღიარებს შემოქმედებით სრულყოფილებასა და ინოვაციურობას კომუნიკაციასა და დიზაინში. ნომინანტებს აფასებენ მთელი მსოფლიოდან მოწვეული რეკლამის პროფესიონალები.

კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არაერთ საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე დაიმსახურა აღიარება:

„Ad Black Sea 2025“ - ფესტივალი გრანპრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.

ADCE Grand Prix 2025-ის დაჯილდოებაზე ბარსელონაში გრანპრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა; 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ADCE-ის ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა გადაეცა. „ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა“ გადაეცემა იდეებს, რომლებიც ასახავენ ევროპულ ღირებულებებს, სამართლიანობას და მშვიდობის ხელშეწყობას. 

Clio Awards სარეკლამო ინდუსტრიაში ფართოდ არის ცნობილი და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რეკლამის „ოსკარს“ (“the Oscars of advertising”). სარეკლამო სამყაროს გარდა, დაჯილდოება ფართოდ აღიარებულია ჰოლივუდშიც, Clio-ს ქანდაკება არა მხოლოდ აღიარებულია, მნიშვნელოვან და სასურველ ემბლემას წარმოადგენს.