როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში - გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს

ბიზნესი 1781595780
bog

თანამედროვე ბიზნესში სწორი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო მეტად უკავშირდება მონაცემების, ანალიტიკური ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის გააზრებას. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ მონაცემები ორგანიზაციის მართვაში და როგორ ჩამოაყალიბოთ მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა თქვენს ბიზნესში, businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი გაიაროთ.

კურსს უძღვება ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიაანოვასთანადამფუძნებელი.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • ბაზრის სეგმენტაციასა და მიზნობრივი მარკეტის შერჩევას;
  • მომხმარებლის ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორებს;
  • მომხმარებლის გამოცდილების (CX) კვლევის ინსტრუმენტებსა და მეტრიკებს;
  • ორგანიზაციულ კვლევებსა და თანამშრომლებისგან მიღებული ინსაითების გამოყენებას;
  • HR მეტრიკებსა და პერფორმანსის ანალიტიკას;
  • მონაცემებზე დაფუძნებული ლიდერშიფის კულტურის ჩამოყალიბებას.

Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს 70-ზე მეტ სრულად დაფინანსებულ კურსს სთავაზობს. პლატფორმაზე უკვე 100,000-ზე მეტჯერ დარეგისტრირდნენ ხოლო სასწავლო პროგრამები მუდმივად ახლდება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.