სახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდის - როგორია ფასი (+ფოტო)

ბიზნესი 1773475920
rolex

ქონების ეროვნულმა სააგენტომ Rolex -ის ბრენდის 3 მაჯის საათი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. აუქციონი 25 მარტს სრულდება.

კერძოდ, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337). მისი საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება - ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.

45 800 ლარი იქნება საწყისი ღირებულება Rolex-ის კიდევ ერთი საათისთვის (სერიული ნომერი G504P034). სააგენტო უთითებს, რომ აღნიშნული საათის სამაჯური დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და მოპირკეთებულია 18K ოქროსგან.

გასაყიდად გამოტანილი Rolex-ის მესამე მოდელის (126715CHNR, SERIAL 664177K8) საწყისი ფასი 149 600 ლარი იქნება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საათი არის ვარდისფერი ოქრო, სამაჯურზე კი დატანილია გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750, 8GY, ROLEXSA.