საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

ბიზნესი 1785395209
ბოგ

1-ელი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით თუ რა სტატუსს ფლობს მომხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს, (მაგალითად, Student Card-ი, sCool Card-ი თუ სხვა) მასზე გავრცელდება შეღავათიანი ან უფასო ტარიფი. 

კერძოდ, სტუდენტური ბარათის მფლობელები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.

ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:

  • ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს;
  • ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას  სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;

რა უნდა იცოდეთ:

1-ელი სექტემბრიდან ძველი სატრანსპორტო ბარათით ვეღარ ისარგებლებთ. ამიტომ გირჩევთ, ამ პერიოდის დადგომამდე სრულად გამოიყენოთ არსებული ნაშთი.

საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი.

როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?

საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით  შეგიძლიათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

ინფორმაციისთვის, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Student Card-ი ან თქვენს შვილს არ აქვს sCool Card-ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შეგიძლიათ.