საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

ბიზნესი 1780583725
boh

5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე,  (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაბაზარი ორბელიანთანპარტნიორობით ხორციელდება

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს,  30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი  ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:

  • LILE
  • Rcheuli
  • Akhvlediani ceramics
  • Lecobs
  • Tilisma
  • Lucy's Toys • ლუსის სათამაშოები
  • კომბლე
  • MaNo - Leather accessories
  • Strawberro
  • თვითშემეცნებითი დღიურები
  • myceramics
  • მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები
  • BE
  • RAMA

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაბაზარი ორბელიანთანპარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანიერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს