ბათუმში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - 1 კვ.მ-ის ფასი 3 000 დოლარს აჭარბებს

ბათუმი

2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია.

როგორც „გალთ&თაგარტის“ უახლეს მიმოხილვაში ვკითხულობთ, ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ზღვისპირა ქალაქში ყველაზე დიდი რაოდენობით ბიუჯეტური ფასიანი ბინების რეალიზაცია მოხდა, რომლის ფასიც კვადრატულზე 1 100 დოლარზე დაბალს შეადგენს. ამ საფასო სეგმენტში უძრავი ქონება 43%-მა შეიძინა, რაც 2025-ში 49, ხოლო 2024-ში 56%-ს წარმოადგენდა.

2026 წლის 1-ელ კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები ფასის სეგმენტის მიხედვით, ასეთია:

  • ბიუჯეტური - 1კვ.მ. 1 100 დოლარამდე - 43%;
  • საშუალო - 1კვ.მ. 1 101-2 000 დოლარამდე - 44.2% (2025 წელს 42.5%);
  • მაღალი - 1კვ.მ. 2 001-3 000 დოლარამდე - 10.2% (2025 წელს 6.2%);
  • პრემიუმი - 1კვ.მ. 3 000 დოლარზე ზევით - 2.6% (2025 წელა 2%).