1775121360
ბოლო 3 დღეში საწვავი კიდევ გაძვირდა - ზოგიერთ ბენზინგასამართზე ბენზინის ფასმა უკვე 4 ლარს მიაღწია
საქართველოში, ბოლო სამ დღეში საწვავი ისევ გაძვირდა. 31 მარტიდან საწვავზე ფასის მატება 6-დან 20 თეთრამდეა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის ფასმა უკვე 4 ლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.
აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
საწვავის ფასმა 4 ლარს მიაღწია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად, საბოლოო ჯამში, 9 მარტიდან დღემდე, 27-დან 84 თეთრამდეა გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მას შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)
Gulf (ზრდა 46-დან 84 თეთრამდე)
- G-Force სუპერი - 3.99 ლარი (3.53 ლარი იყო), გაიზარდა 46 თეთრით;
- G-Force პრემიუმი - 3.59 ლარი ( 3.07 ლარი იყო), ზრდა 52 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი - 3.45 ლარი (2.97 ლარი იყო), გაიზარდა 48 თეთრით;
- ევრო რეგულარი - 3.43ლარი (2.92 ლარი იყო), გაიზარდა 51 თეთრით;
- G-Force ევრო დიზელი - 3.97 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 84 თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.87ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 52 თეთრით.
Wissol (ზრდა 38-დან 59 თეთრამდე)
- ეკო სუპერი - 3.92 ლარი ( 3.54 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით;
- ეკო პრემიუმი - 3.52 ლარი (3.12 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით;
- ეკო დიზელი - 3.82 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.77 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 59 თეთრით;
- ევრო რეგულარი -3.37 ლარი ( 2.97 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით.
Socar (ზრდა 27-დან 76 თეთრამდე)
- ნანო სუპერი - 3.82 ლარი (3.55 ლარი იყო), გაიზარდა 27 თეთრით;
- ნანო პრემიუმი -3.50 ლარი ( 3.11 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით;
- ნანო ევრო რეგულარი - 3.34 ლარი ( 2.95 ლარი იყო), გაიზარდა 39 თეთრით;
- ევრო 5 დიზელი - 3.65 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 66 თეთრით;
- ნანო ევრო 5 დიზელი -3.75 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 76 თეთრით.
Rompetrol (ზრდა 33-დან 70 თეთრამდე)
- Efix სუპერი - 3.92 ლარი (3.59 ლარი იყო), გაიზარდა 33 თეთრით;
- Efix ევრო პრემიუმი - 3.53 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით;
- ევრო რეგულარი - 3.39 ლარი (3.04 ლარი იყო), გაიზარდა 35 თეთრით;
- Efix ევრო დიზელი - 3.85 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.80 (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 70 თეთრით.
Portal (ზრდა 25-დან 80 თეთრამდე)
- სუპერი -3.37 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 38 თეთრით;
- პრემიუმი - 3.19 ლარი (2.94 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით;
- ევრო რეგულარი - 2.99 ლარი (2.74 ლარი იყო), გაიზარდა 25 თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.79 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 80 თეთრით;
- ეფექტური დიზელი - 3.59ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 75 თეთრით.



