1770985116
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 12 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1853 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6810 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6770 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1850 ლარად, გაყიდვა კი 3.1750 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6820 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6770 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1850 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1720 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6820 ლარად, გაყიდვა კი - 2.6770 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1900 ლარად, გაყიდვას კი - 3.1750 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6850 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1850 ლარად, გაყიდვა კი 3.1600 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



