რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 2 მარტის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6922 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1606 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7250 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7000 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7240 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7020 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1650 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1320 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7200 ლარად, გაყიდვა კი - 2.7000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1700 ლარად, გაყიდვას კი - 3.1400 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7200 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.