წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების მოცულობა 44%-ით გაიზარდა

ხილის წვენები

2026 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 15.3 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 44%-ით (4.6 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 41%-ით (6.9 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ცნობილი ხდება, რომ 2026 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში, ექსპორტი 48 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (25%), ავსტრალია (20%), რუსეთი (13%), გერმანია (8%) და ისრაელი (8%).