კავკასიის მედიცინის ცენტრი - პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში - მდგომარეობა საყურადღებოა

ილია მეორე

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი „იმედთან“ აცხადებს, პატრიარქის მდგომარეობა საყურადღებოა.

„შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა- არასტაბილური“, - აცხადებენ კლინიკაში.