1778132820
რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.
მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს ფლობს, დანარჩენი ქონება კი მისი მეუღლის სახელზეა.
რა ქონებას ფლობს მიხეილ სარჯველაძე
უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის ავტომობილი LEXUS (NX200t), რომელიც 2024 წელს 10 293 აშშ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება მინისტრის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, ჩამონათვალი ასეთია:
- 110 კვ.მ ბინა თბილისში - 2025 წელს ჩუქებით გადაეცა;
- 1045 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 22 990 ლარად შეძენილი;
- 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 16 500 ლარად შეძენილი;
- 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში (სოფელი ლავრისხევი) - 2017 წელს მემკვიდრეობით გადაცემული.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტის შევსების მომენტში მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ფლობდა: ანაბარზე ჯამში 203 150 ლარს; მიმდინარეზე - 33 022 ლარს და 250 აშშ დოლარს; ხოლო დანაზოგის სახით - 12 500 ლარს.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მიხეილ სარჯველაძეს მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით 119 731 ლარი აქვს აღებული.
გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძეს მითითებული აქვს, რომ გასულ წელს, 200 000-ლარიანი ანაბრიდან შემოსავლის სახით 17 123 ლარი მიიღო.
1778140140
გარდაიცვალა CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი„სიენენის“ დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.ტედ ტერნერი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც სრულად შეცვალა ახალი ამბების გავრცელების ფორმატი. 1980 წელს მან დააარსა „სიენენი“ – მსოფლიოში პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხი. ტერნერმა შექმნა მედია კომპანია Turner Broadcasting-ი, ფლობდა სპორტულ გუნდებს და აქტიურად იყო ჩართული ქველმოქმედებაში.ტედ ტერნერი ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. 2018 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჰქონდა ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადება. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტედ ტერნერი ყველა დროის უდიდესი ფიგურა იყო.„ტედ ტერნერი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, ახლახან გარდაიცვალა. მან დააარსა „სიენენი“, შემდეგ კი გაყიდა. ეს გარიგება პირადად მისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ახალი მფლობელების პირობებში მისი „შვილი“ გაანადგურეს. არხი გახდა ისეთი, რაც მის ხედვას საერთოდ არ შეესაბამებოდა. შესაძლოა, ახალმა მფლობელებმა შეძლონ მისი ძველი სანდოობისა და დიდების დაბრუნება. მიუხედავად ყველაფრისა, ის იყო სამაუწყებლო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა და ჩემი მეგობარი. როცა მჭირდებოდა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და მზად იყო ებრძოლა კარგი საქმისთვის!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
1778129512
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება: ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექიის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.სოხუმი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°;ბათუმი: დღის მეორე ნახევარშიწვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;ქობულეთი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;ქუთაისი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°;ზუგდიდი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°;ანაკლია: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°;ოზურგეთი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;ონი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;გორი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°;ცხინვალი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;თბილისი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექიის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: +21°;მარნეული: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°;რუსთავი: დღის მეორე ნახევარშიწვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°;ახალციხე: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°;ბორჯომი: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°;ბაკურიანი: დღის მეორე ნახევარშიე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14;სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევარში წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°.
1777959721
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში5 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც წვიმაა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +16 იქნება დღისით, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +8 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
1777873184
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც წვიმაა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
1777529776
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 აპრილს საქართველოში30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც დღე მშრალია, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი არც ამბროლაურშია მოსალოდნელი, ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.ახალქალაქში მცირე ნალექს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +18, ღამით +3 დაფიქსირდება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, დღისით +13 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება დღეს თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.



