1781415180
როგორ გამოვიმუშაოთ ფული ონლაინ 2026 წელს: მარტივი გზები დამატებითი შემოსავლისთვის
გსურთ თავისუფალი დრო სახლიდან გაუსვლელად დამატებითი კაპიტალის გამომუშავებისთვის გამოიყენოთ? დღეს ინტერნეტში უამრავი ლეგალური პლატფორმა არსებობს, რომლებიც ონლაინ გამოკითხვების შევსებაში, ვიდეოების ყურებაში, ქეშბექების გამოყენებასა თუ ძველი ნივთების რეალიზაციაში ფულს იხდიან.
როგორ გამოვიმუშაოთ დამატებითი თანხა ონლაინ - 2026 წლის ტრენდები
წარმოგიდგენთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდებს ონლაინ შემოსავლების გასაზრდელად:
ქეშბექი (Cashback) - დაზოგვა და გამომუშავება შოპინგისას
თუ ონლაინ ყიდულობთ ნივთებს, ეს ფულის დაბრუნების საუკეთესო შანსია. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Quidco, TopCashback და My Money Pocket, თქვენ მიერ დახარჯული თანხის გარკვეულ პროცენტს უკან გიბრუნებენ.
ანალოგები საქართველოშიც არსებობს. კონკრეტული შეთავაზებებისას, საბანკო ბარათის მიბმით, უკან გარკვეული თანხა გიბრუნდებათ.
უფასო ონლაინ ლატარიები
Free Lottery სრულიად უფასო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს 10 000 გირვანქა სტერლინგამდე მოგების შანსს აძლევს. თამაში ფინანსდება რეკლამების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობისთვის ფულის გადახდა არ გიწევთ. საიტზე ხელმისაწვდომია როგორც ყოველდღიური, ისე ყოველკვირეული გათამაშებები.
მეგობრების რეკომენდაცია (Refer a Friend)
მსხვილი სატელეკომუნიკაციო და სერვისული კომპანიები (მაგალითად, Sky ან RAC) იხდიან ბონუსებს მეგობრების მოზიდვაში. სპეციალური კოდის გაგზავნით და მეგობრის მიერ სერვისის გააქტიურებით, ორივე მხარე იღებს ფულად ვაუჩერებს.
ონლაინ გამოკითხვები და ვიდეოების ყურება
Swagbucks: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა. გამოკითხვებში საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის იღებთ ქულებს.
ვიდეოების ყურება: Swagbucks-ზე ასევე შეგიძლიათ მიიღოთ თანხა მოკლე (30 წამიდან 1 წუთამდე) თემატური ვიდეოების ყურებისთვის, რომლებიც ეხება სპორტს, მოდას თუ კულინარიას.
მეორადი ნივთებისა და ტექნოლოგიების გაყიდვა
სახლში დაგროვილი ძველი ნივთების (დისკები, წიგნები, თამაშები) გაყიდვა მარტივად შეიძლება eBay-ზე ან MusicMagpie-ზე, სადაც ბარკოდის შეყვანით მომენტალურად იღებთ შეთავაზებას.
ფოტოების რეალიზაცია
თუ სოციალურ ქსელებში ხარისხიან ფოტოებს პოსტავთ, შეგიძლიათ ისინი სააგენტოებზე (მაგალითად, Alamy ან აპლიკაცია Stockimo) განათავსოთ. სააგენტოები ყიდულობენ არა მხოლოდ სამოგზაურო, არამედ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებსაც.
ფოტოები 5-დან 150 გირვანქა სტერლინგამდე ფასდება, საიდანაც ავტორი, როგორც წესი, 40%-დან 50%-მდე საკომისიოს იღებს.
გამომუშავება საძიებო სისტემებით და YouTube-ით
Qmee: ეს არის ბრაუზერის დანამატი. თქვენ ჩვეულებრივად ეძებთ ინფორმაციას Google-ში ან Yahoo-ში, თუმცა სისტემა დამატებით გაჩვენებთ სპონსორობილ რეკლამებს. თითოეულ კლიკზე გერიცხებათ 7-დან 15 გირვანქა სპერლინგამდე, თანხის გატანა კი PayPal-ზე მინიმალური ლიმიტის გარეშეა შესაძლებელი.
წყარო: lovemoney



