1791789339
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.
"ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1791789839
„წვიმის ღმერთები“ - ახალი სტარტაპი დრონებით ღრუბლების „დათესვას“ იწყებს: რატომ შიშობენ ეკოლოგები?მსოფლიოში მტკნარი წყლის დეფიციტის ფონზე, ამინდის მართვა და ხელოვნური წვიმის გამოწვევა რეალურ ბიზნესად იქცა. სან-ფრანცისკოს სტარტაპმა Rainmaker-მა ალასკაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ღრუბლები „დათესა“ და 3 საათში 19 მილიონი გალონი წყალი მიიღო.ტექნოლოგია, რომელიც 80 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, ეკოლოგებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზულ კითხვებს აჩენს.საინტერესოა, როგორ ცდილობენ მეცნიერები ცის „მოტყუებას“ და რა საფრთხეებს შეიცავს ის?საიდუმლო ექსპერიმენტი ალასკის ცაზე და 19 (დაახლოებით, 72 ტონა წყალი) მილიონი გალონი წყალი23 აგვისტოს, ალასკის ქალაქ ჰომერის მცხოვრებმა კუპერ ფრიმენმა არ იცოდა, რომ მის თავსზემოთ არსებულ ღრუბლებში წვიმის გამოსაწვევად ვერცხლის ნაერთს აფრქვევდნენ. მოგვიანებით, ჰომერის ათასობით მცხოვრებმა შეიტყო, რომ სან-ფრანცისკოს სტარტაპმა Rainmaker-მა მათ რეგიონში ღრუბლების დათესვის ექსპერიმენტი ჩაატარა.კომპანიის განცხადებით, მათ სამ საათში ცაში 19 მილიონი ამერიკული გალონი წყალი წარმოქმნეს.ამინდის მოდიფიკაციის ეს მეთოდი 80 წელზე მეტი ხნისაა. ის თვითმფრინავებისა თუ დრონების მეშვეობით ღრუბლებში ისეთი ნაერთების გაფრქვევას გულისხმობს, როგორიცაა ვერცხლის იოდიდი, რათა ყინულის კრისტალები ჩამოყალიბდეს.პროცესის არსი: კრისტალები იზრდება და ქვედა შრეებში არსებული ტემპერატურის მიხედვით წვიმის ან თოვლის სახით მოდის დედამიწაზე. ტექნოლოგია აჩქარებს წყლის ორთქლის ბუნებრივ კონდენსაციას ღრუბლებში.თუმცა პროცესს სჭირდება იდეალური კლიმატური გარემო, მაგალითად, ცივი ან მთიანი რეგიონები, როგორიცაა ალასკა.ღრუბლების “დათესვას“ საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა, როდესაც General Electric-ის მკვლევარებმა მშრალი ყინული გამოიყენეს. ერთი წლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ვერცხლის იოდიდი მშრალ ყინულზე ბევრად ეფექტური იყო.ეკოლოგების განგაში: არის თუ არა უსაფრთხო ვერცხლის იოდიდი?ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის ალასკის დირექტორი კუპერ ფრიმენი შეშფოთებულია, რომ მოსახლეობა ექსპერიმენტის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს. იგი ეჭვქვეშ აყენებს პროცესის უსაფრთხოებას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე გარემოსთვის.„არ ჩატარებულა მონიტორინგი იმის დასადგენად, იმოქმედა თუ არა ამ ვერცხლის იოდიდმა გარემოზე,“ - აცხადებს ფრიმენი. მისი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული პროცედურა წყლის პრობლემებს ვერ გადაჭრის და ეს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ჰგავს.თავის მხრივ, Rainmaker-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ოგასტუს დორიკო აცხადებს, რომ თითოეული ფრენისას ათასობით კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 20 გრამი ვერცხლი გამოიყოფა. მისი განმარტებით, ნიადაგზე ნივთიერების კონცენტრაციის მატება იმდენად მცირეა, რომ FDA-ს მიერ დაშვებულ ზღვარზე ბევრად დაბალია.„წვეთი ზღვაში“: შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას წყლის კრიზისის გადაჭრა?გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო მტკნარ წყალს იმაზე სწრაფად მოიხმარს, ვიდრე მისი აღდგენა ხდება. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღრუბლების დათესვა დიდ ცვლილებას არ იწვევს - მაგალითად, Rainmaker-ის მიერ მიღებული 19 მილიონი გალონი 100 კვადრატულ მილზე წვიმის მხოლოდ 0.01 დუიმს შეადგენს.იუტას კლიმატური ცენტრის კლიმატოლოგ ჯონ მეიერის თქმით, სწორი პირობების არსებობისას ტექნოლოგიას ნალექების 5-დან 10%-მდე გაზრდა შეუძლია.2017 წლის მნიშვნელოვანმა კვლევამ რადარებისა და ნალექზომების მეშვეობით დაადასტურა, რომ ვერცხლის იოდიდი ეფექტურად მუშაობს.Rainmaker-ი უკვე საქმიანობს ისეთ შტატებში, როგორებიცაა აიდაჰო, იუტა, კოლორადო და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ იორდანიაში, სადაც მოსახლეობას წყალი კვირაში ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება.ნიადაგის ცილები ვერცხლის ნაცვლად: ინოვაციური ალტერნატივასან-ფრანცისკოს კომპანია Recast Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლივია ლი ატარებს ექსპერიმენტებს ნიადაგში არსებული ამინომჟავებისგან მიღებულ პროტეინზე.ტეხასის A&M უნივერსიტეტში ჩატარებული ტესტების მიხედვით, ეს ახალი აგენტი: არის სრულიად უსაფრთხო და ბიოდეგრადირებადი; ყინულის წარმოქმნას უფრო მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფს, ვიდრე ვერცხლის იოდიდი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყლის დეფიციტის ზრდასთან ერთად, მსგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება.წყარო: bbc
1791436576
როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ოქტომბერს საქართველოში8 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.მზეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში ხანმოკლე წვიმაა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც მზეა დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.ომალოში უნალექო დღეა. დღისით +11 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
1791264911
როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში6 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ჰაერი ზოგიერთ ქალაქში +21 გრადუსამდე გათბება, ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +21 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +21 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +21 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - წვიმაფოთი +21 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +21 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +21 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +21 - წვიმაახალციხე +18 - წვიმაბორჯომი +18 - წვიმაბაკურიანი +13 - წვიმაგორი +20 - წვიმაცხინვალი +19 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +21 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +20 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +21 - წვიმა.
1791177370
როგორი ამინდი იქნება 5 ოქტომბერს საქართველოშიამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +19 - მზიანისოხუმი +21 - მზიანიზუგდიდი +21 - მოღრუბლულიმესტია +12 - მზიანიფოთი +19 - მოღრუბლულიბათუმი +18 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +19 - მოღრუბლულიქუთაისი +22 - მოღრუბლულიამბროლაური +18 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +17 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +16 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +13 - უმეტესად ღრუბლიანიგორი +18 - მოღრუბლულიცხინვალი +16 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +8 - მზიანიგუდაური +6 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +16 - უმეტესად მზიანირუსთავი +19 - უმეტესად მზიანითბილისი +18 - მოღრუბლული.
1791109620
შავი ზღვა თბება - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?2025 წელს მსოფლიო ოკეანეებმა რეკორდული 23 ზეტაჯოული სითბო შთანთქეს - თითქმის 40-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე კაცობრიობამ იმავე პერიოდში გამოიყენა.The Guardian-ის ცნობით, სითბოს ეს დაგროვება საზღვაო გარემოში მასშტაბური ცვლილებების ფონზე ხდება. 1999 წლიდან მოყოლებული, გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3.8 მმ-ით იმატებს, ხოლო 2012-დან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 4.2 მმ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოკეანის მჟავიანობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.„ოკეანე ჩვენს თვალწინ იცვლება“, - განაცხადა Mercator Ocean International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ბაჰურელმა. მან განმარტა, რომ დათბობა, ზღვის დონის აწევა და ეკოსისტემის დეგრადაცია გრძელვადიანი ცვლილებების ნიშნებია.პროცესები განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში - ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურა კი მნიშვნელოვან სიღრმეებზეც კი ნარჩუნდება. ხმელთაშუა ზღვა, მთლიანობაში, ათწლეულში დაახლოებით 0.32°C-ით თბება.შედეგები უკვე მოქმედებს ზღვის ცხოველებზე. 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოს მარჯნის რიფების 84%-მა განიცადა სითბური სტრესი, რომელიც საკმარისი იყო მისი გაუფერულებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ოკეანის თითქმის 5%-მა განიცადა მუდმივი ცვლილებები ფიტოპლანქტონის ზრდის ნიმუშებში - ორგანიზმების, რომლებიც კვებითი ჯაჭვების საფუძველს ქმნიან და ნახშირბადის ციკლის რეგულირებას უწყობენ ხელს.



