საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა

ილია II

საქართველოში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.