1778057220
სტადიონი სრულად გადაიხურება, მოიხსნება ღობეები, მოეწყობა მიწისქვეშა პარკინგი - როგორი იქნება განახლებული „დინამო არენა“? (+ფოტო)
„დინამო არენას“ რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამზადდა. პროექტის პირველადი იდეის შესახებ ინფორმაცია სტადიონის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ქურდიანების კომპანიამ გაავრცელა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციის მიზანია: ტევადობის გაზრდა 70 ათასზე მეტ მაყურებლამდე; პარკირების უზრუნველყოფა (UEFA-ს მოთხოვნების შესაბამისად); ქალაქთან ინტეგრირებული საზოგადოებრივი სივრცის შექმნა და კომერციალიზაციის დანერგვა.

პროექტის მიხედვით, 800 ავტომობილზე გათვლილი ერთდონიანი ავტოსადგომი მთლიანად მიწისქვეშ არის გადატანილი, რაც ზედაპირს მანქანებისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება მიწისზედა სართულს, ის სრულად გამოყოფილია საზოგადოებრივი და კომერციული ფუნქციებისთვის - სტადიონი, მუზეუმი, კლუბი, საცალო ვაჭრობა, კინოთეატრი და სხვა.

ამასთან, მომზადებული პირველადი პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება:
- სარბენი ბილიკის დემონტაჟი {რაც სავარაუდოდ, შესაძლებელს გახდის მაყურებელი სტადიონთან უფრო ახლოს იყოს},
- პირველი იარუსის დიზაინის სრული შეცვლა,
- ახალი იარუსის შექმნა ოპტიმალური ხედვის არეალის შენარჩუნებით,
- მოედნის დონეზე დამატებითი შესასვლელების დამატება,
- არსებული მეორე იარუსის, საევაკუაციო აივნის და სტრუქტურული სახურავის სისტემის შენარჩუნება,
- სახურავის საფარის რეკონსტრუქცია დასაჯდომი ადგილების 100%-ის დასაფარად,
- ახალი პირველი იარუსის ქვეშ სივრცეების განვითარება სპორტული, ადმინისტრაციული და ოპერაციული მიზნებისთვის.

ასევე, მომზადებული პროექტიდან ცნობილი ხდება, რომ ფეხით მოსიარულეთა გამტარიანობისთვის იგეგმება ღობეების მოხსნა,
შეგახსენებთ, რომ „დინამო არენას“ რეკოსნტრუქცია/რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გავრცელდა.



