1772688063
„ყველაზე მცირე სამი დღე ფრენა გიწევს და კაცზე 3 000 დოლარი გინდა” - ტაილანდში ჩარჩენილი 130-მდე ქართველი დახმარებას ითხოვს
„ალტერნატივა კი არის, მაგრამ ყველაზე მცირე სამი დღე ფრენა გიწევს და კაცზე 3 000 დოლარი გინდა,” - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა ქართველმა ტურისტმა განუცხადა, რომელიც კუნძულზე მეუღლესთან ერთად იმყოფება.
ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მყოფ ტურისტებს, მათ შორის ათეულობით საქართველოს მოქალაქეს დიდი პრობლემები შეუქმნა გამოიწვია. ირანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვისა და რეგიონში შექმნილი საომარი ვითარების გამო, ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, რის შედეგადაც ტაილანდში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაილანდში საქართველოს 130 მოქალაქეა რეგისტრირებული, რომელთაც რეისები არაბეთის რეგიონში არსებული საომარი ვითარების გამო გაუუქმდათ. მათ შორის არიან მგზავრები, რომლებიც Air Arabia-ს რეისით შარჟას გავლით უნდა გამოფრენილიყვნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს ორ ვარიანტს სთავაზობს: თანხის დაბრუნებას ან გადაჯავშნას, თუმცა 9 მარტის ჩათვლით ყველა ფრენა გაუქმებულია.
"ალტერნატივა კი არის, მაგრამ ყველაზე მცირე სამი დღე ფრენა გიწევს და კაცზე 3000 დოლარი გინდა. თან ესეც არ არის სტაბილური გზა," - ეუბნება AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი ქართველი ტურისტი. განაგრძეთ კითხვა



