25 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

25 თებერვალი - ოთხშაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში  თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან-3°-მდე, დღისით +11, +16°;  მთაში ღამით -5, 0°, დღისით +8, +13°;  მაღალმთაში ღამით -7, -2°,  ზოგან -12°-მდე, დღისით -2, +3°, ზოგან +10°-მდე;