Netflix-ის შემოსავლები და აქციების ღირებულება რეკორდულად გაიზარდა

Netflix

ფილმებისა და სერიალების სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 11.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Netflix-ის საოპერაციო მარჟა 34.1%-ს შეადგენს, რაც ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგია. რაც შეეხება საერთო წლიურ შემოსავალს, კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინით, 2025 წლის შედეგი $45 მილიარდის ფარგლებში იქნება, რაც 15%-იან ზრდას მოიაზრებს.

Netflix-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება ახალი და მოთხოვნადი კონტენტის შექმნას, მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და სერვისის ღირებულების გაძვირებას უკავშირდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში Netflix-ის აქციების შეფასება 44%-ით არის გაზრდილი და კომპანიის კაპიტალიზაცია $542 მილიარდს შეადგენს, ანუ ის ამჟამად რეკორდულ ნიშნულზეა.