1778400941
როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მაისს საქართველოში
12 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, შიგადაშიგ ნალექი წვიმის სახით. დღისით +26 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ახალქალაქშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +22 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი და მცირე ნალექი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.



