1778823500
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +18 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +11 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.



