1780901240
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება
ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.



