1748781000
რუსეთი ახალ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 200 ათასი ტონით გაზრდის

რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 2024/25 სეზონურ წელს მოსალოდნელ 5.0 მლნ ტონიდან 2025/26 სეზონურ წელს 5.2 მლნ ტონამდე გაზრდის.
ამის შესახებ რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
სოიოს ზეთის მიწოდება 0.7 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე, რაფსის ზეთის 1.5 მლნ ტონიდან 2.1 მლნ ტონამდე გაიზრდება, ხოლო სელის ზეთი 0.1 მლნ ტონის მოცულობამდე დარჩება.
საერთო ჯამში, ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების წარმოება 2024/25 სეზონური წლის 31.6 მლნ ტონიდან ახალ სეზონზე 33.8 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც გადამუშავების სიმძლავრის 32.1 მლნ ტონიდან 35.6 მლნ ტონამდე გაზრდის ფონზე მოხდება.
ცნობისთვის: 2024 წელს რუსეთი მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.
1748774820
E. I. f Beauty ჰეილი ბიბერის Rhode-ის 1 მლრდ დოლარად ყიდულობს - დეტალებიE. I. f Beauty-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰეილი ბიბერის სილამაზის ბრენდ Rhode-ის 1 მლრდ აშშ დოლარად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.FactSet-ის ცნობით, შენაძენი E. I. f. Beauty-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. კომპანია 800 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულისა და აქციების სახით გადაიხდის, დანარჩენი 200 მლნ კი მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით ანაზღაურდება.აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევარში დაიხურება.2022 წელს დაარსებულმა Rhode-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელთა ბაზა გააორმაგა, 2025 წლის მარტის მონაცემებით კი, ბოლო 12 თვეში 212 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
1748682180
პოლონეთი მოხალისეებს პლაჟების დასუფთავების სანაცვლოდ უფასო დასვენებას სთავაზობსპოლონეთში ფონდ Bałtyk 2.0-მა უჩვეულო კამპანია წამოიწყო. კერძოდ, 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია, უფასოდ დაისვენოს ბალტიის ზღვის პოლონეთის სანაპიროზე, თუკი სანაცვლოდ პლაჟების დასუფთავებაში ჩაერთვება. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.პირველი ეკოლოგიური ჯგუფი დასუფთავების სამუშაოებს 3 ივლისს დაიწყებს, ხოლო განაცხადების მიღება 22 ივნისამდე გრძელდება.მონაწილეებს კარვებში განთავსებას, საკვებით უზრუნველყოფას, დაზღვევასა და სამუშაოსთვის საჭირო ყველა ინვენტარს სთავაზობენ, ხელთათმანებიდან დაწყებული ნაგვის ტომრებით დამთავრებული.ინიციატივა სპეციალური სამაჯურების გაყიდვით ფინანსდება.მხოლოდ გდინიაში, რომელიც გდანსკის ყურის სანაპირო პორტია, სადღესასწაულო სეზონზე 120 ტონამდე ნაგავი გროვდება, ხოლო პლაჟზე დიდი წვეულებების შემდეგ მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას 10 ტონამდე მინა შეიძლება, დარჩეს.მოხალისეებს გართობასაც ჰპირდებიან. კერძოდ, პროგრამა SUP-ბორდებზე ერთობლივ გასეირნებას, პლაჟის ფრენბურთს, ქვიშაში ხატვასა და საღამოს კოცონს ითვალისწინებს.გარემოსდაცვითი ინიციატივა ჰელის ნახევარკუნძულის პლაჟებს მოიცავს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტი არა მხოლოდ დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს, არამედ სანაპიროზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემაზეც მიიპყრობს ყურადღებას.
1748596960
რუსეთი ახალ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 200 ათასი ტონით გაზრდისრუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტს 2024/25 სეზონურ წელს მოსალოდნელ 5.0 მლნ ტონიდან 2025/26 სეზონურ წელს 5.2 მლნ ტონამდე გაზრდის.ამის შესახებ რუსეთის ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.სოიოს ზეთის მიწოდება 0.7 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე, რაფსის ზეთის 1.5 მლნ ტონიდან 2.1 მლნ ტონამდე გაიზრდება, ხოლო სელის ზეთი 0.1 მლნ ტონის მოცულობამდე დარჩება.საერთო ჯამში, ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავებული პროდუქტების წარმოება 2024/25 სეზონური წლის 31.6 მლნ ტონიდან ახალ სეზონზე 33.8 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც გადამუშავების სიმძლავრის 32.1 მლნ ტონიდან 35.6 მლნ ტონამდე გაზრდის ფონზე მოხდება.ცნობისთვის: 2024 წელს რუსეთი მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო.
1748521154
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებსთიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ.თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო. ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.
1748355812
ევრო შესაძლოა, დოლარის ალტერნატივა გახდეს - კრისტინ ლაგარდიევრო შესაძლოა, დოლარის ნამდვილ ალტერნატივად იქცეს, რაც 20-ქვეყნიან ზონას უზარმაზარ უპირატესობებს მიანიჭებს, თუკი მთავრობები ევროზონის ფინანსური და უსაფრთხოების სისტემის გამაგრებას შეძლებენ - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Reuters ავრცელებს.სააგენტოს შეფასებით, გლობალური ინვესტორები, რომლებიც აშშ-ის ქაოტური ეკონომიკური პოლიტიკით არიან, ბოლო თვეებში დოლარში აქტივების წილს ამცირებენ. თუმცა ბევრი დოლარის ნაცვლად ოქროს ირჩევს, რადგან პირდაპირ ალტერნატივას ვერ ხედავს.„ევროს გლობალური როლი ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, რადგან ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები არასრულყოფილი რჩება, ხოლო მთავრობები შემდგომი ინტეგრაციისადმი განსაკუთრებულ სურვილს არ იჩენენ”, - წერს Reuters.ლაგარდის შეფასებით, „მიმდინარე ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას, მსოფლიოში ევროს როლი გაძლიერდეს. ევრო გავლენას ავტომატურად არ მოიპოვებს, მან ეს თავად უნდა გამოიმუშაოს“.„ამისთვის ევროპას კაპიტალის უფრო ღრმა და ლიკვიდური ბაზრები სჭირდება. მან უნდა გააძლიეროს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და თავდაცვითი პოტენციალით ღია ვაჭრობისადმი ერთგულება დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდმა.მისი თქმით, ევროს როლის გაძლიერება პარტნიორობის გასაძლიერებლად სამხედრო ძალის ზრდას უნდა შეესაბამებოდეს, რადგან “ინვესტორები და, განსაკუთრებით, ოფიციალური ინვესტორები გეოპოლიტიკურ დარწმუნებას სხვა ფორმითაც ეძებენ: ისინი ინვესტირებას ახორციელებენ იმ რეგიონების აქტივებში, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორები არიან და მკაცრი ძალის გამოყენებით ალიანსის ვალდებულებების შესრულება შეუძლიათ”.ლაგარდი ამბობს, რომ ევროპამ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ევრო კომპანიების სასურველ ვალუტად უნდა აქციოს, რისთვისაც ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოება და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ლიკვიდურობის შესახებ გარიგებების დადება არის საჭირო.მისი თქმით, გადაუდებელი საკითხი ევროზონის ეკონომიკის რეფორმირებაა, რადგან ევროზონის კაპიტალის ბაზარი კვლავ ფრაგმენტირებული და არაეფექტურია და არ გააჩნია ნამდვილად ლიკვიდური, ფართოდ ხელმისაწვდომი უსაფრთხო აქტივი, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა შეუძლია.„ეკონომიკური ლოგიკა გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა ერთობლივად უნდა დაფინანსდეს და ეს ერთობლივი დაფინანსება ევროპისთვის შესაძლოა, უსაფრთხო აქტივების მიწოდების ეტაპობრივი ზრდის საფუძველი გახდეს. თუ ევროპა ამ მიზნის მიღწევას წარმატებით შეძლებს, სარგებელი დიდი იქნება… ინვესტიციების შედინება ევროზონის მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, უფრო დაბალფასიანი სესხები აიღონ და ბლოკი გაცვლითი კურსის რყევებისგან, ასევე, საერთაშორისო სანქციებისგან დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდი.ცნობისთვის: დოლარის როლი რამდენიმე წელია, მცირდება: ამჟამად ამერიკული ვალუტა საერთაშორისო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი ევროს 20%-იან წილს მნიშვნელოვნად აღემატება.bpn.ge