1749815182
სად ყიდულობს და ყიდის საქართველო ცხოველების საკვებს?

2024 წელს საქართველომ 15 702 ტონა ცხოველების საკვები პროდუქტების ექსპორტით 7 მილიონ 621 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მოიცავს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის განკუთვნილ, ასევე შინაური ცხოველების საკვებს.
გასულ წელს ამ დასახელების საქონლის ექსპორტი 2023 წლის ექსპორტის ღირებულებას 34.4%-ით, მოცულობას კი 23.1%-ით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტის ექსპორტი 2022 წლამდე მზარდი იყო, თუმცა ბოლო ორი წელია კლების ტენდენციით შეიცვალა.
ცხოველთა საკვების მთავარი საექსპორტო ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანია, თუმცა პროდუქტი მცირე მოცულობით სხვა ქვეყნებშიც გადის. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- სომხეთი - $6 მლნ, 13 553 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1.2 მლნ, 1 786 ტონა;
- უზბეკეთი - $135 ათასი, 167 ტონა;
- ყირგიზეთი - $103 ათასი, 45 ტონა;
- ყაზახეთი - $92.5 ათასი, 106 ტონა;
ამ ქვეყნების გარდა ცხოველთა საკვები მოლდოვაში, ესპანეთში და ვიეტნამში გავყიდეთ.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიონ 293 ათასი დოლარის ღირებულების 4 407 ტონა ცხოველების საკვები გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მცირედ ჩამორჩება.
საქართველო ძირითადად ცხოველების საკვებად გამოსაყენებელ პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 47 მილიონი დოლარის ღირებულების 34 519 ტონა ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს ღირებულებაში მცირედ (0.4%-ით) აღემატება, ხოლო მოცულობით მცირედაა (2.6%) შემცირებული. ეს კი იმას ნიშნავს, საქართველოს საქონლის შეძენა მცირედ გაუძვირდა.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - $6.3 მლნ, 5 658 ტონა;
- რუსეთი - $5.7 მლნ, 5 945 ტონა;
- პოლონეთი - $4.8 მლნ, 3 164 ტონა;
- ესპანეთი - $4.3 მლნ, 3 496 ტონა;
- საფრანგეთი - $3.7 მლნ, 1 332 ტონა;
ცხოველთა საკვების მომწოდებელ ქვეყნებს შორის არიან ასევე იტალია, პორტუგალია, გერმანია, ბელგია, უკრაინა, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, ბელარუსი, ხორვატია, ავსტრია და სხვა.
2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ცხოველთა კვების იმპორტი შემცირებულია. იანვარ-აპრილში ქვეყანამ 14.8 მლნ დოლარის ღირებულების 10 902 ტონა ცხოველების საკვები შეიძინა, მაშინ როდესაც გასულ წელს 11 417 ტონის შესაძენად ქვეყნიდან 15 მილიონ 688 ათასი დოლარი გავიდა.