საქართველო ბანანის 99%-ს ეკვადორში ყიდულობს - როგორია მონაცემები

ბანანი

2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, საქართველოში ბანანის იმპორტი 4.56%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.

კერძოდ, ქვეყანამ წლევანდელ 7 თვეში 30 925 ტონა ბანანი შეიძინა, რისთვისაც ჯამურად 26.522 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. ცნობისთვის, გასულ წელს, 25.018 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 29 575 ტონა ბანანი ვიყიდეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ბანანის მთავარი იმპორტიორი გახლდათ ეკვადორი, რომლისგანაც სრული რაოდენობის 98.96% შეიძინა.

ბანანის იმპორტი საქართველოში, 2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში:

  • ეკვადორი - 30 571 ტონა - 26.179 მლნ აშშ დოლარი;
  • გერმანია - 110.9 ტონა - 115 700 აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 104.8 ტონა - 90 600 აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 86.3 ტონა - 82 100 აშშ დოლარი;
  • აშშ - 48 ტონა - 42 200 აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 2.4 ტონა - 8 400 აშშ დოლარი;
  • ვიეტნამი - 1 ტონა - 3 300 აშშ დოლარი;
  • ირანი - 400 აშშ დოლარი.

საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან, 4.478 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 4 764 ტონა ბანანი გავიდა, რაც წლიურად 3.67%-იანი ზრდაა.