რომელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო გუნდი - Forbes-ის რეიტინგი

სპორტი 1780294860
ფეხბურთელი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების 2026 წლის რეიტინგს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. კლუბის ამჟამინდელი ღირებულება 9.5 მლრდ დოლარია.

მეორე ადგილზე იმყოფება „ბარსელონა“, რომელიც „რეალს“ 2 მლრდ-ით ჩამორჩება. რეიტინგში მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“ 7.2 მლრდ დოლარით.

Forbes -ის ვერსიით, ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების 10-ეული ასე გამოიყურება:

  • „რეალი“ – 9.5 მლრდ;
  • „ბარსელონა“ – 7.5 მლრდ;
  • „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 7.2 მლრდ;
  • „ლივერპული“ – 6.2 მლრდ;
  • „პარი სენ-ჟარმენი“ – 5.8 მლრდ;
  • „ბაიერნი“ – 5.7 მლრდ;
  • „მანჩესტერ სითი“ – 5.5 მლრდ;
  • „არსენალი“ – 5.4 მლრდ;
  • „ჩელსი“ – 4.2 მლრდ;
  • „ტოტენჰემი“ – 3 მლრდ.