ჩინურმა პრეპარატმა კიბოს სამი სახეობის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა

მსოფლიო 1747807156
D3S-001

ჰონკონგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასრულეს პრეპარატ D3S-001-ის კლინიკური კვლევების პირველი ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს ავთვისებიანი სიმსივნეების სამი ტიპის წინააღმდეგ ბრძოლას: არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო და პანკრეასის სიმსივნეები KRAS-G12C მუტაციით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post ავრცელებს.

D3S-001 არის ახალი თაობის ინჰიბიტორი, რომელიც ბლოკავს მუტანტური KRAS-G12C ცილის აქტივობას. დოქტორ ჰერბერტ ლანგის თქმით, პრეპარატი უფრო სწრაფად და, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს მოქმედებს, ვიდრე წინა ანალოგები. ლაბორატორიულ პირობებში და პაციენტებში დაფიქსირდა მუტაციის აქტივობის სწრაფი და მდგრადი დათრგუნვა.

ტესტებში 62 ადამიანი მონაწილეობდა. 42 პაციენტიდან 70%-ში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ასეთ ინჰიბიტორებს, დაფიქსირდა სიმსივნის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება ან მისი სრული გაქრობა. ამ ჯგუფის მონაწილეთა 97%-ზე მეტმა განაცხადა მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შესახებ. მათ შორის, ვინც უკვე იღებდა KRAS-ის სხვა პრეპარატებს, გაუმჯობესება დაფიქსირდა 30%-ში, ხოლო კიდევ 80%-ში დაავადება არ პროგრესირდა.

გვერდითი მოვლენები, მკვლევრების თქმით, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.