1747820087
დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა

დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. „ოქროს გუმბათი“ რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო პროექტის ხელმძღვანელად აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი, მაიკლ გეტლეინი დანიშნა.
1747820889
ძლიერი წყალდიდობის შედეგად ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი გარესამყაროსაა მოწყვეტილიავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სახლების სახურავებზე იმყოფება. ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა.ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ზოგიერთ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი თვის ნალექი მოვიდა. ადიდებულია მდინარეები.ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი მოვიდეს, რაც მაისის საშუალო ჯამურ რაოდენობაზე სამჯერ მეტია.ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების კომისარმა, მაიკ ვასინგმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები პრიორიტეტს ანიჭებენ მოწყვლადი ადამიანების გადარჩენას, ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია.„ამჟამად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად სახურავებზე არიან და ვერ ახერხებენ გამოსვლას“, – განაცხადა ვასინგმა.პირველი არხი
1747820294
სოხუმის აეროპორტი რუსულ ავიაკომპანიებს უფასოდ მოემსახურებააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომ სოხუმის აეროპორტში ე.წ. საერთაშორისო ავიარეისების სერვისზე დღგ-ის ნულოვანი გადასახადი დაწესდეს - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.პირველი და მეორე საბოლოო მოსმენით მიღებული „კანონპროექტის“ განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ავიაკომპანიებისთვის „აეროპორტის მომსახურების ტარიფების შემცირებას, შედეგად კი ავიაბილეთების გაიაფებას უზრუნველყოფს, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე დადებითად აისახება.“კერძოდ, დღგ-სგან თავისუფლდება დაშვებისა და აფრენის მომსახურება, საწვავის შევსება და სხვა აუცილებელი სერვისები, რასაც ავიაკომპანიები სოხუმის აეროპორტში იღებენ.შედარებისთვის: სოჭის აეროპორტში, რომელიც წელიწადში 12 მილიონამდე მგზავრს იღებს, ამ მომსახურების ღირებულება, სოხუმთან შედარებით, 5-10-ჯერ დაბალია. ამდენად, დე ფაქტო პირველი ვიცეპრემიერის, ჯანსუხ ნანბას თქმით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი სოხუმის აეროპორტს კონკურენტუნარიანობის საშუალებას მისცემს.„ამ ტიპის მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის დაწესება გლობალური პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება და ICAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა. ამ გადაწყვეტილების მიღებით გვსურს, სოხუმამდე ავიაბილეთი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ - ამბობს ნანბა.მისი ცნობით, აფხაზური და რუსული მხარეები, ასევე, საჰაერო ნავიგაციის გადასახადის განაკვეთებს ადგენენ, რომლებიც რუსეთის შიდა განაკვეთების შესაბამისი იქნება.„იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისოა და მოსკოვიდან სოხუმში რეისი საერთაშორისოდ ითვლება, აქ საჰაერო ნავიგაციის საფასური, რუსეთის შიდა ტარიფებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული და, როგორც წესი უფლრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რუსი კოლეგები დაგვეხმარებიან და აფხაზეთში მფრინავი ავიაკომპანიებისთვის რუსეთის შიდა ტარიფებს საერთაშორისო ტარიფები გაუთანაბრდება, “ - ამბობს ნანბა.ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1747733761
ჩაძირვისგან გადასარჩენად ვენეციას აამაღლებენვენეციის ჩაძირვისგან დროებით გადასარჩენად ინჟინრები ქალაქის ამაღლებას მარილიანი წყლის მიწისქვეშ ღრმა ჩატუმბვით გეგმავენ, რაც ვენეციას დროს ორი-სამი ათწლეულით გაუხანგრძლივებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.ეს არატრადიციული გადაწყვეტა ინჟინერ ენტერ ტეატინის ინიციატივაა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იქნეს გამოყენებული ანალოგიური ტექნოლოგია, რასაც გაზის შესანახად ჩრდილოეთ იტალიაში იყენებენ. ზაფხულში, როცა გაზის მიწისქვეშა საცავები ივსება, მიწა ოდნავ მაღლა, ხოლო ზამთარში, დაცლისას დაბლა იწევს.ამ შემთხვევაში ამოცანა წყლის ამოტუმბვა კი არა, არამედ, პირიქით, მისი უკან ჩატუმბვაა, რაც, ტეატინის ცნობით, ვენეციის გარშემო, 10-კილომეტრიანი სიღრმის, დაახლოებით, 12 ჭაბურღილის ბურღვას გულისხმობს. ამის გამო მიწის დონე თანდათან უნდა გაიზარდოს. მთავარია, თავიდან იქნეს აცილებული წყლის გარღვევა ზედაპირზე, რასაც ლაგუნის ქვეშ სქელი თიხის ფენა შეაკავებს.მიწისქვეშა ბიძგების თავიდან ასაცილებლად ვენეციის აწევა 20-30 სმ-ით შემოიფარგლება. მეცნიერის გეგმის თანახმად, ქალაქი ერთგვარ წყლის რბილ ბალიშზე „იტივტივებს,“ ხოლო გარშემო მიწა სტაბილური დარჩება.ცნობისთვის: ვენეცია ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იძირება: ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალაქი, თითქმის, 25 სმ-ით ჩაიძირა, ხოლო წინა ათასწლეულში რეგიონში ხმელთაშუა ზღვის დონემ კიდევ 30 სმ-ით აიწია.bpn.ge
1747652573
ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდებაძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ამჯერად უნცია ოქროს ღირებულებამ 2,240 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 2.5%-ს შეადგენს.ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რაც, საერთო ჯამში, ხელსაყრელ მოცემულობას ქმნის ოქროს ინვესტორებისთვის.
1747634052
19 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, 19 მაისს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 20-25 მ/წმ და სეტყვა, ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +19°.ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ანაკლია: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.გორი: დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.ცხინვალი: დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +22°.მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°.ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +15°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +13°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +21°.