მასკი ტრამპის საბიუჯეტო პროექტს "გიჟურს და დამანგრეველს" უწოდებს

მსოფლიო 1751349893
მასკი ტრამპი

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტის კანონპროექტით, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო.

მასკის განცხადებით, ეს კანონპროექტი „გიჟური და დამანგრეველია“, რომელიც ამერიკის მთავრობის გაკოტრებას უწყობს ხელს და ყველა იმ კანონმდებელს უნდა რცხვენოდეს, ვინც მის მიღებას მხარი დაუჭირა, რადგან ეს პოლიტიკური სუიციდია.

მასკის თქმით, ეს კანონპროექტი, რეალურად, ზრდის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს და იწვევს სახელმწიფო ვალის მატებას, რომელიც ისედაც რეკორდულ $37 ტრილიონს აღწევს. მილიარდერი მეწარმის განმარტებით, ეს კანონპროექტი სრულ წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რასაც DOGE-ის სახელით ცნობილი დეპარტამენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მომდევნო წლებში აშშ-ის სამთავრობო დეფიციტს $5 ტრილიონამდე გაზრდის, ამ თანხიდან $1 ტრილიონი კი ქვეყნის თავდაცვას მოხმარება, რომელიც 47-ე პრეზიდენტისათვის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებაა.

ზემოხსენებული კანონპროექტი მასკს საჯაროდ აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციიდან ოფიციალურად წამოსვლის შემდეგ, მისი რიტორიკა მეტად გამწვავდა.