რა ქონებას ფლობს ბექჰემების ოჯახი და როგორ დაიპყრო ბრენდმა „ბექჰემმა“ მსოფლიო

მსოფლიო 1777786260
ბექჰემების ოჯახი

1997 წელს, თანაცხოვრების დაწყებიდან დღემდე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ვარსკვლავურ წყვილად იქცნენ.

The Sunday Times Rich List 2025-ის მიხედვით, ბრენდ Posh and Becks-ს საერთო ჯამში 670 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება აქვთ.

სუპერვარსკვლავური წყვილი თავის ქონებას ოთხ შვილს - ბრუკლინს, რომეოს, კრუზსა და ჰარპერს უზიარებს, რომელთაგან ზოგიერთს უკვე საკუთარი წარმატებული კარიერაც აქვს. საინტერესოა როგორ შექმნეს მათ ოჯახური იმპერია?

რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს ბექჰემების ოჯახი

დევიდ ბექჰემი: ფეხბურთის ვარსკვლავი

დევიდ ბექჰემი სულ რაღაც 17 წლის იყო, როდესაც 1992 წელს მისი პროფესიული საფეხბურთო დებიუტი შედგა „მანჩესტერ იუნაიტედში“. ის გუნდში ცხრა სეზონის განმავლობაში თამაშობდა, რომლის დროსაც ექვსჯერ მოიგეს პრემიერ ლიგა, ორჯერ ინგლისის თასი და ერთხელ უეფას ჩემპიონთა ლიგა.

ლეგენდარული ნახევარმცველი 2003 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. იმ დროს მისი სავარაუდო წლიური ხელფასი 10.5 მილიონ ევროს შეადგენდა.

სარფიანი სპორტული კონტრაქტები

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბექჰემი ესპანურ „რეალ მადრიდს“ 2003 წელს მიჰყიდა, თუმცა მისი სპორტული კარიერის ყველაზე დიდი ანაზღაურება მაშინ მოვიდა, როდესაც 2007 წელს 250 მილიონიანი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ლოს−ანჯელეს გალაქსისთან“.

თავისი კარიერის განმავლობაში ბექჰემი ასევე თამაშობდა ევროპულ გუნდებში - „მილანსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ და კაპიტნობდა ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 2000-დან 2006 წლამდე. ვარაუდობენ, რომ ბექჰემმა სპორტიდან 800 მილიონი დააგროვა 2013 წელს, პენსიაზე გასვლამდე.

მოედნის მიღმა, მოთხოვნადმა ვარსკვლავმა წლების განმავლობაში დიდი თანხა მოიპოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Pepsi, Vodafone, Gillette და მდიდრული საათების მწარმოებელი Tudor.

ყველაზე სარფიანი გარიგება მაშინ შედგა, როდესაც მან 2003 წელს სამუდამო კონტრაქტი გააფორმა Adidas-თან, რამაც მას 160 მილიონი დოლარი მოუტანა.

ბექჰემმა თავისი ქონება მოდელობითაც გაზარდა. ის მუშაობდა ბრენდებთან, დაწყებული ხელმისაწვდომი H&M-ით, დამთავრებული იტალიური მოდის მდიდრული სახლით Armani.

გავრცელებული ინფორმაციით, მას 39 მილიონი დოლარი გადაუხადეს Armani-ს თეთრეულის მოდელობისთვის 2007 წელს.

დევიდ ბექჰემის ბიზნესი

ბექჰემი ვისკის ბრენდის, Haig Club-ის დამფუძნებელი პარტნიორია; მისი წილი ამ ბიზნესში 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ასევე 2014 წელს დააარსა DBVentures, რათა ემართა თავისი საქმიანობა ფეხბურთის შემდეგ.

როდესაც ბექჰემმა 2007 წელს კონტრაქტი გააფორმა „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“, მასში შედიოდა შეთავაზება 25 მილიონი დოლარი ახალი გუნდის შესაძენად. 2014 წელს მან გამოაცხადა საკუთარი ფრენჩაიზის დაწყების შესახებ მაიამიში - „ინტერმაიამი“ MLS−ს 2020 წელს შეუერთდა და Forbes−ის მიხედვით, გუნდი ახლა 1.35 მილიარდად არის შეფასებული. კლუბის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა 2023 წელს ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

დევიდ ბექჰემი: მეფუტკრე და რაინდი

ბექჰემმა ახლახან გამოუშვა ბავშვთა სასუსნავების ხაზი BEEUP. ის ცნობილი მეფუტკრეა და ფუტკრებს კოტსვოლდსის მამულში უვლის.

2025 წლის ნოემბერში დევიდ ბექჰემმა სპორტსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიიღო მეფე ჩარლზისგან.

ის ახლა ცნობილია როგორც სერ დევიდ ბექჰემი, ხოლო ვიქტორიამ მიიღო ტიტული ლედი ბექჰემი.

ვიქტორია ბექჰემი: Posh Spice

ვიქტორია ადამსმა სახელი გაითქვა ჯგუფ Spice Girls-ში, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა. დახვეწილი იმიჯისა და დიზაინერული სამოსის სიყვარულის გამო პრესამ მას „Posh Spice“ შეარქვა.

ჯგუფმა მსოფლიო აღიარება 1996 წელს სინგლით Wannabe მოიპოვა. დღეისათვის Spice Girls-ს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

ვიქტორია ბექჰემი: Spice Girls-ის გაერთიანება და მოდელობა

2007 წლის მსოფლიო ტურნეში ჯგუფმა 70 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. როდესაც ბენდი 2019 წელს კვლავ გაერთიანდა, ვიქტორიამ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა მაინც მიიღო დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარი ლიცენზირებისა და მერჩენდაიზის წილებიდან.

ვიქტორიამ ქონება მოდელობითაც გაზარდა, ისეთ ჟურნალებში გამოჩენით, როგორიცაა Vogue და Elle, ასევე 2009 წელს Armani-ს თეთრეულის კამპანიაში მონაწილეობით.

ვიქტორია ბექჰემი: მოდის ბიზნესი

ვიქტორიას გამოცემული აქვს ორი წიგნი და 2008 წელს დევიდთან ერთად პარფიუმერიის ხაზი გამოუშვა. დღეს ის ყველაზე მეტად თავისი მოდის ხაზითაა ცნობილი.

ბიზნესმა მოგების მოტანა 2022 წლიდან დაიწყო, სილამაზის პროდუქტებზე „უპრეცედენტო“ მოთხოვნის წყალობით.

დღეს წყვილი ფლობს 39-მილიონიან სახლს ლონდონში, მამულს კოტსვოლდსში და 24-მილიონიან პენტჰაუსს მაიამიში, რომელსაც საკუთარი ვერტმფრენის დასაჯდომი აქვს.

ბექჰემების შვილები

ბრუკლინ ბექჰემი (ქონება 10 მილიონი დოლარი): სწავლობდა ფოტოგრაფიას და 2017 წელს გამოსცა წიგნი What I See. ის იყო Burberry-ს მოდელი.

2021 წელს დაიწყო კულინარიული შოუ Cookin' With Brooklyn და გამოუშვა პრემიუმ ცხარე სოუსების ბრენდი Cloud 23. 2022 წელს დაქორწინდა ნიკოლა პელცზე, რომლის მამაც მილიარდერია; ქორწილი 3 მილიონი დოლარი დაჯდა.

რომეო ბექჰემმა (ქონება 5 მილიონი დოლარი): მამასავით ფეხბურთში სცადა ბედი, თუმცა მოგვიანებით მოდის ინდუსტრიას დაუბრუნდა. მუშაობდა Burberry-სთან, Balenciaga-სთან და Versace-სთან.

კრუზ ბექჰემი (ქონება 5-13 მილიონი დოლარი): დედასავით მუსიკალურ კარიერაზეა ორიენტირებული და 2026 წლის დასაწყისში ტურნე გამართა დიდ ბრიტანეთში.

ჰარპერ ბექჰემი: 14 წლისაა და უკვე ჩნდება დედის სოციალურ ქსელში ვიქტორიას პარფიუმერიის პოპულარიზაციისთვის.

წყარო: lovemoney.com