სილიკონ ველის სტარტაპები ჭკვიანი ბავშვების “გამოყვანაზე” მუშაობენ

მსოფლიო 1755155160
ჭკვიანი ბავშვები

ბოლო წლებში სილიკონ ველიზე კომპანიებმა გენური ტექნოლოგიის განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად აქციეს.

ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა Nucleus Genomics-ის და Herasight-ი ჩვეულებრივზე გაცილებით განვითარებული ემბრიონების გამოყვანაზე ასობით ათას დოლარს ხარჯავენ.

კერძოდ, საუბარია პროცედურაზე, როდესაც მკვლევრები ქალის კვერცხუჯრედებს კაცის სპერმით გაანაყოფიერებენ და მიღებულ ემბრიონებს ლაბორატორიულად დააკვირდებიან. ამის შემდგომ მშობლებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ ის ემბრიონი, რომელსაც IQ-ს უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნებათ.

სტარტაპების შეფასებით, ჯერჯერობით შედეგის მიღწევის ალბათობა 5-დან 10%-მდეა, თუმცა თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, ახალშობილებს საშუალოზე 3-4 ნიშნით მეტი IQ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ იდეას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს. ბიოლოგები შიშობენ, რომ მსგავსმა ჩარევამ შესაძლოა აუტიზმის რისკები გაზარდოს. თუმცა ეს შეფასებები სილიკონის ველზე წარმოდგენილ კომპანიებს ხელს არ უშლის, განაგრძონ გენური ტექნოლოგიის კუთხით ერთ-ერთი უჩვეულო იდეის განვითარება.