საქართველოს ბანკი ბიზნესებს სატენდერო გარანტიებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს

ბიზნესი 1751292909
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე, სატენდერო გარანტიით ბიზნესმობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ.

ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

  • თუ გარანტიის თანხა ≤ 5 000 ლარიასაკომისიო 35 ლარია (100 ლარის ნაცვლად);
  • თუ თანხა > 5 000 ლარი და ≤ 10 000 ლარიასაკომისიო 100 ლარია (200 ლარის ნაცვლად);
  • თუ თანხა > 10 000 ლარი და ≤ 15 000 ლარიასაკომისიო 125 ლარია (250 ლარის ნაცვლად).

მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც 1 საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფ და მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნესმობილბანკში შეღავათიანი პირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში .

სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.