საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი Axis Towers-ში გაიხსნება

ბიზნესი 1771396201
Starbucks-ი

საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Axis Towers-ში გაიხსნება, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გასულ წელს გავრცელდა. ბრენდი საქართველოში, ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის რეგიონში Starbucks-ის ფრენჩიზის მფლობელს, ქუვეითურ კონგლომერატ Alshaya group-ს შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მის ოპერირებაზე თურქეთის ოფისი იქნება პასუხისმგებელი.

პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.