რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 27 ივნისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7236 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1882 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7220 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7170 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1750 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7230 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7180 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1900 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1800 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7230 ლარად, გაყიდვა კი - 2.7180 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1850 ლარად, გაყიდვას კი - 3.1670 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7250 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.