თბილისის სატრანსპორტო კომპანია ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაციას გეგმავს

მეტრო

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაციას გეგმავს.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იწყებს ბაზრის კვლევას ნაძალადევის რაიონში ახალი მეტროპოლიტენის დეპოს პროექტირებისა და მშენებლობისთვის, რომელიც დაგეგმილია Design-Build (DB) ფორმატით განხორციელდეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის ვაგონებისა და მატარებლების განთავსება, რემონტი, ტექნიკური მომსახურება და სხვა.

ბაზრის კვლევის მიხედვით, შემომთავაზებელ კომპანიებს მოეთხოვებათ როგორც პროექტირების, ასევე ანალოგიური მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება. პრეტენდენტს 2010 წლის შემდეგ უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამი მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, მათ შორის – ერთი ახალი მეტროს დეპოს დაპროექტება და ერთი – მისი აშენება.

ფინანსური მოთხოვნების მიხედვით, კომპანიებს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 50 მილიონი დოლარის ბრუნვა, რაც უნდა დასტურდებოდეს საერთაშორისო ქსელის წევრი აუდიტორის მიერ შემოწმებული ანგარიშგებებით.

პროექტის ეტაპობრივი შესრულება მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას 3 თვეში, დეტალური პროექტის შეთანხმებას 9 თვეში და სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 18 თვეში.