1771922534
თუკი [„იმედის“] ბანკი შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს - შალვა პაპუაშვილი
თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
შესაბამისი განცხადებით პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დაანონსებულ „იმედის ბანკის“ შექმნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
„ეს „იმედის“ განცხადებაა, ამასთან დაკავშირებით მე არაფრის თქმა შემიძლია. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს მისწეროს. თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.



