1774259040
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 11, ღამით -3 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +11 იქნება დღისით, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით 7 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.



