იტალიაში, „პრადას“ ქარხნიდან 400 წყვილი ფეხსაცმელი მოიპარეს - La Repubblica

მსოფლიო 1774259040
ფეხსაცმელი

ვენეციაში, „პრადას“ ქარხანა გაძარცვეს. გაზეთ „ლა რეპუბბლიკას“ ცნობით, ქურდებმა დაახლოებით 400 წყვილი დიზაინერული ფეხსაცმელი მოიპარეს.

ინციდენტი დაახლოებით დილის 4:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ძარცვაში ექვსი ან შვიდი ადამიანი მონაწილეობდა. ქურდებმა მოპარული ფურგონები და მანქანები გამოიყენეს ქარხანაში შესასვლელი გზის გადასაკეტად. ამან პოლიციის წვდომა შეზღუდა, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ ადგილზე ფეხით მისულიყვნენ. ქურდობის შემდეგ, ქურდები შენობიდან გაიქცნენ.

ზარალის ზუსტი ოდენობა დადგენილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ის ასობით ათასი ევროს შეადგენს.